„სარაევოში“ გორდეზიანმა გაიტანა – გულიაშივილმა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილის არყოფნაში „სარაევოს“ შემადგენლობაში ვასილიოს გორდეზიანმა გაიტანა და გუნდს სტუმრად „გოსკ გაბელასთან“ მოგებაში დახმარა – 2:0.
გუნდის კაპიტანი და ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გულიაშვილი წინა ტურში დაშავდა და, სავარაუდოდ, ორი კვირა ვერ ითამშებს. სამაგიეროდ, „სარაევოს“ შემადგენლობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი გორდეზიანი გამოჩნდა.
53-ე წუთზე ანგარიში სწორედ გორდეზიანმა გახსნა, 89-ე წუთზე „სარაევოს“ უპირატესობა კიემერეჰმა გაზარდა და ქართველების გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.
„სარაევომ“ 24 ტურის შემდეგ 52 ქულით მე-3 ადგილზეა და ლიდერ „ზრინსკის“ 8 ქულით ჩამორჩება. გორდეზიანმა კი ახალ გუნდში მეორე გოლი გაიტანა.