სარაევოს კინოფესტივალზე საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო ლევან გელბახიანს გადაეცა
სარაევოს კინოფესტივალზე საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო ლევან გელბახიანს გადაეცა

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია მიმდინარეობს. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შესრულებული მთავარი როლისთვის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო „სარაევოს გული“ ლევან გელბახიანს გადაეცა.

ლევან აკინის ქართულ-შვედურ-ფრანგული კოპროდუქციის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გარდა სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე კიდევ ორი ქართული ფილმია წარდგენილი: ირინე ჟორდანიას „მარქსის ქუჩა 12“ – მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი  და პეტრე თომაძის „ღამის სეანსი“ – სტუდენტური ფილმების კონკურსი.