საქველმოქმედო მატჩი ჟენევაში - ფიგუ-რონალდინიო 4:3
საქველმოქმედო მატჩი ჟენევაში - ფიგუ-რონალდინიო 4:3

ჟენევაში, უეფასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო მატჩში, ლუიშ ფიგუს გუნდმა რონალდინიოს გუნდი 4:3 დაამარცხა.

გამარჯვებულთა რიგებში გოლები გაიტანეს: რაულმა, რობერ პირესმა, ნუნუ გომეშმა და მიჩელ სალგადომ. წაგებულებში თავი გამოიჩინეს: სელია შაშიჩმა, ალექსანდრ ფრაიმ და კაფუმ.

ფიგუს გუნდს საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი ედგა სათავეში. რონალდინიოს გუნდს ხელმძღვანელობდა კარლო ანჩელოტი. შეხვედრას სჯიდა პიერლუიჯი კოლინა.

თამაშისგან, აგრეთვე საქველმოქმედო ვახშმიდან და ინტერნეტაუქციონისგან მიღებული სრული თანხა უეფას ბავშვთა ფონდში გადაირიცხა.