„საქსტატმა“ შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი ივნისში 188.1 ლარზე განსაზღვრა
„საქსტატმა“ შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი ივნისში 188.1 ლარზე განსაზღვრა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა.

მაისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 190.1 ლარი შეადგინა. ივნისში კი, ეს მაჩვენებელი 2 ლარით შემცირდა და 188.1 ლარზე დაფიქსირდა.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით,  მაისთან შედარებით, ივნისში 1 ლარითა და 80 თეთრითაა შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 166.6 ლარს შეადგენს. საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი მაისში 168.4 ლარზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმს სულადობის მიხედვით, მაისთან შედარებით ივნისში შემცირება აღინიშნება: ერთსულიან ოჯახზე თანხა 166.6 ლარით განისაზღვრა, ორსულიანზე – 266.5 ლარით, სამსულიანზე – 299.8 ლარით, ოთხსულიანზე – 333.1 ლარით, ხუთსულიანზე – 374.8 ლარით, ექვსსულიანიდა მეტი – 443.1 ლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. თავის მხრივ, მინიმალური სასურსათო კალათა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.