საქსტატმა გენდერული სტატისტიკის შესახებ ახალი პორტალი შექმნა
საქსტატმა გენდერული სტატისტიკის შესახებ ახალი პორტალი შექმნა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ გენდერული სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა.

როგორც გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, ახალი პროდუქტი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ერთ სივრცეში მიიღოს ინფორმაცია, გენდერულ ჭრილში, იმ მიმართულებების შესახებ, როგორიცაა: მოსახლეობა, განათლება, ჯანდაცვა, დასაქმება, უმუშევრობა და სამართალდარღვევები.

მომხმარებლებს პორტალის ხილვა საქსტატის ვებგვერდზე შეეძლებათ.