საქსტატმა დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნა
საქსტატმა დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა ამ დღისთვის საქსტატის მიერ მომზადებული რამდენიმე ვიდეორგოლი იხილეს. მათ შორის სტატისტიკის ერთსაუკუნოვანი ისტორიის ამსახველი დოკუმენტური ფილმი, სადაც ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით წარმოდგენილი იყო სამსახურის დაარსებისა და ერთი საუკუნის განმავლობაში მისი განვითარების ისტორია.

სტატისტიკის სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა ყველა თანამშრომელი საქსტატის საიუბილეო მონეტით დააჯილდოვა.