საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.2 პროცენტით გაიზარდა
საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.2 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით,  2019 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 3.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის საშუალო რეალური ზრდა 5.2 პროცენტით განისაზღვრა.

უწყების ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგლებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი, სასტუმროები და რესტორნები.

ამასთან, გასული წლის დეკემბერში კლება დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.