საქსტატის მონაცემებით, საქართველოს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სიგრძე თითქმის 46 კილომეტრით გაიზარდა

12:24, 14.11.2025

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სიგრძე გაიზარდა და 2024 წლისთვის 41 143.3 კილომეტრი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის გზების სიგრძე 1 593.4 კილომეტრს შეადგენს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის – 5 460.3 კილომეტრს, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე 34, 089.6 კილომეტრია.

რაც შეეხება რეგიონების მიხედვით საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სიგრძეს, პირველ ადგილზეა იმერეთი, 7 266.2 კილომეტრით, შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი, 6 948.7 კილომეტრით. დანარჩენი რეგიონები კი ასე ნაწილდება: აჭარა – 5 093.7 კილომეტრი; კახეთი – 4 561.4 კილომეტრი; გურია – 3 891.8 კილომეტრი; ქვემო ქართლი – 3 497.8 კილომეტრი; სამცხე-ჯავახეთი – 2 817.5 კილომეტრი; მცხეთა-მთიანეთი – 2 174.3 კილომეტრი; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2 149.5 კილომეტრი; შიდა ქართლი – 2 089.2 კილომეტრი; აფხაზეთი – 579.4 კილომეტრი; თბილისი – 73.8 კილომეტრი.

მსგავსი