საქსტატის მონაცემებით, საქართველოს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სიგრძე 188 კილომეტრით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სიგრძე გაიზარდა და 2025 წლისთვის 41 331.3 კილომეტრი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის გზების სიგრძე 1 597.4 კილომეტრს შეადგენს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის – 5 596.0 კილომეტრს, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე 34 137.9 კილომეტრია.
რაც შეეხება რეგიონების მიხედვით საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სიგრძეს, პირველ ადგილზეა იმერეთი, 7 326.5 კილომეტრით, შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი – 6 941.9 კილომეტრით. დანარჩენი რეგიონები კი ასე ნაწილდება: აჭარა – 5 128.3 კილომეტრი; კახეთი – 4 599.0 კილომეტრი; გურია – 3 925.1 კილომეტრი; ქვემო ქართლი – 3 524.6 კილომეტრი; სამცხე-ჯავახეთი – 2 813.0 კილომეტრი; მცხეთა-მთიანეთი – 2 174.6 კილომეტრი; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2 157.8 კილომეტრი; შიდა ქართლი – 2 087.7 კილომეტრი; აფხაზეთი – 579.5 კილომეტრი; თბილისი – 73.3 კილომეტრი.