საქსტატის მონაცემებით, ავტომობილების მიერ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი გაიზარდა
საქსტატის მონაცემებით, ავტომობილების მიერ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ქვეყნის მასშტაბით ავტოტრანსპორტის მიერ ატმოსფეროში გაფრქვეული მავნე ნივთიერებები სტატისტიკას აქვეყნებს.

სტატისტიკის თანახმად, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა, 2015 წელს ავტოტრანსპორტის მიერ ატმოსფეროში 93.8 ათასი ტონა ნახშირჟანგი (CO) გაიფრქვა, წინა წელს კი ეს მაჩვენებელი 91.1 ტონა იყო.

იმავე წელს, იგივე მიზეზით ატმოსფეროში 25.8 ათასი ტონა აზოტის დიოქსიდი (NO2) მოხვდა, 2014-ში ეს მაჩვენებელი 23.5 ტონა იყო. რაც შეეხება მყარ ნაწილაკებს, ავტომობილების მიზეზით ატმოსფეროში 1.4 ათასი ტონა PM10 და 1.2 ათასი ტონა PM2.5-სახეობის მყარი ნაწილაკი მოხვდა, რაც წინა წლის იგივე მაჩვენებელს შესაბამისად 0,2 ათასი და 0,1 ათასი ტონით აღემატება. 0.2 ათასი ტონიდან 0.3 ათას ტონამდე გაიზარდა გოგირდის დიოქსიდის მაჩვენებელი, რაც ატმოსფეროში ავტომობილების მიზეზით მოხვდა.

2016 წლის სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა.