საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 2.3 პროცენტითა გაიზარდა
საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 2.3 პროცენტითა გაიზარდა

2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლისა და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 148.7 ათასით განისაზღვრა, მათ ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1 312.2 ათასი ვიზიტი.

ადგილობრივი ტურიზმის შესახებ მონაცემებს  სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 2.3 პროცენტით მეტია 2019 წლის მესამე კვარტალის შესაბამის მონაცემებზე. ამასთან, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 663.3 ათასით განისაზღვრა, რაც 6.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტორების 38.6 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას.

ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 54.8 პროცენტს შეადგენდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 40.8 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 13.3 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.6 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არიან წარმოდგენილი.

2020 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა, ანუ 38.6 პროცენტი განხორციელდა მეგობრების, ან ნათესავების მონახულების მიზნით. ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში განხორციელდა, საშუალოდ 262.9 ათასი ვიზიტი თვეში. მეორრ ადგილზე კი იმერეთის რეგიონია, თვეში საშუალოდ 212.7 ათასი ვიზიტით. საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 219.2 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 6.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირებულია 1.4 პროცენტით და 167.0 ლარს უტოლდება.