საქსტატის ინფორმაციით, 2017-2018 სასწავლო წელს სკოლაში სწავლა 12 298 მოსწავლემ შეწყვიტა
საქსტატის ინფორმაციით, 2017-2018 სასწავლო წელს სკოლაში სწავლა 12 298 მოსწავლემ შეწყვიტა

2017-2018 სასწავლო წელს საქართველოში სწავლა სკოლის 12 298 მოსწავლემ შეწყვიტა, რაც 2014-2015 წლის სასწავლო წლის შემდგომი პერიოდის მაქსიმუმია.

მოსწავლეებს შორის, რომლებმაც გასულ სასწავლო წელს სწავლა შეწყვიტეს, 4 769 გოგოა, ხოლო 7 529 ბიჭი. მათგან მოსწავლეთა ყველაზე დიდმა ნაწილმა – 5 449-მა, სკოლა მეათე კლასში დატოვა.

საქსტატის ინფორმაციით, ბოლო წლებში იმ მოსწავლეების სტატისტიკა, რომლებმაც სწავლა შეწყვიტეს, ასეთია: 2016-2017 სასწავლო წელი – 1 1796 მოსწავლე, 2015-2016 – 1 1512, 2014-2015- 1 2307, 2013-2014 წლები – 14057.