საქსტატის ინფორმაციით, 15 წლამდე ასაკის გოგონებში აბორტის შემთხვევები ორი წელია, აღარ ფიქსირდება
საქსტატის ინფორმაციით, 15 წლამდე ასაკის გოგონებში აბორტის შემთხვევები ორი წელია, აღარ ფიქსირდება

საქსტატის მონაცემებით, ორი წელია, საქართველოში 15 წლამდე გოგონებს შორის აბორტის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მათივე ინფორმაციით,  2019 წელს ქვეყანაში ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის 21600 ფაქტი აღირიცხა, რაც 1100-ით ნაკლებია 2018 წლის მონაცემზე.

15 წლამდე ასაკის გოგონებში აბორტის ბოლო ფაქტი 2017 წელს დაფიქსირდა. 15-19 წლის ასაკის გოგონებში კი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის გადაწყვეტილება გასულ წელს 450-მა მათგანმა მიიღო. წინა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 510 იყო.

2019 წლის ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 20973 აბორტი 20-44 წლის ასაკის ქალებზე მოდის.