საქსტატის ცნობით, 2017 წელს უმუშევრობა 0.1 პროცენტით შემცირდა
საქსტატის ცნობით, 2017 წელს უმუშევრობა 0.1 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს უმუშევრობა 0.1 პროცენტით შემცირდა და 13.9 პროცენტს შეადგენს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, ბოლო 13 წლის განმავლობაში უმუშევრობა ყველაზე დაბალია.

ამასთან, 2009 წლის შემდეგ უმუშევრობის კლება ფიქსირდება.

საქსტატმა უმუშევრობის სტატისტიკის გამოკვლევაში ცვლილება შეიტანა, შესაბამისად, გადაიხედა წინა წლების სტატისტიკური მაჩვენებლები.