საქსტატი - წინასწარი მონაცემებით, იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20.7 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - წინასწარი მონაცემებით, იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20.7 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 209.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.7 პროცენტით მეტია.

მათივე ცნობით, აქედან ექსპორტი 1 884.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ 25.2 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 4 325.0 მლნ. აშშ დოლარს, რაც 18.9 პროცენტით მეტია. საქატატის ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-ივნისში, 2 440.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.3 პროცენტია.

ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 391.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 205.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 186.3 მლნ. აშშ დოლარით.