საქსტატი უახლოეს თვეებში სექტორების მიხედვით მინიმალური და მაქსიმალური ხელფასის მაჩვენებელს გამოაქვეყნებს
საქსტატი უახლოეს თვეებში სექტორების მიხედვით მინიმალური და მაქსიმალური ხელფასის მაჩვენებელს გამოაქვეყნებს

უახლოეს თვეებში საქსტატი სექტორების მიხედვით მინიმალური და მაქსიმალური ხელფასის მაჩვენებელს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ დღეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

გოგიტა თოდრაძის თქმით, მათ უკვე გამოითხოვეს და დაამუშავეს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზები.

„ჩვენ საშუალო ხელფასს ვითვლით და არ გვაქვს ინფორმაცია მინიმალური და მაქსიმალური ხელფასის შესახებ სამწუხაროდ.მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ საზოგადოების მხრიდან ამ მაჩვენებლის მიმართ არსებობს ძალიან დიდი ინტერესი. ჩვენ გასული წლიდან გამოვითხოვეთ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზები.დავამუშავეთ და სხვათა შორის უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა სექტორების მიხედვით საზოგადოებას შევთავაზოთ მედიანური ხელფასის მაჩვენებელი, ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ შევწყვეტთ საშუალო ხელფასის გაანგარიშებას საშუალო ხელფასი იგივე მიდგომით გაიანგარიშება, მაგრამ ეს იქნება დამატებითი საანალიზო მაჩვენებელი, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოგცემთ დამატებით შესაძლებლობას ამა თუ იმ დარგში, ამა თუ იმ სექტორში პოლიტიკის გატარების მიმართულებით“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.