საქსტატი - თებერვალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1.5 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - თებერვალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1.5 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 17.0 პროცენტიანი ზრდა.

საქსტატის ცნობით, 2022 წლის იანვართან შედარებით ფასები 1.9 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.15 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.

მათივე ინფორმაციით, ამავე პერიოდში ფასები 1.3 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 1.04 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.

„ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების 7.1 პროცენტიანი მატება ძირითად ლითონებზე. გარდა ამისა, ფასების 3.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.29 პროცენტული პუნქტი შეადგინა“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.