საქსტატი სტატისტიკური კვლევების ელექტრონულ მეთოდზე გადადის
საქსტატი სტატისტიკური კვლევების ელექტრონულ მეთოდზე გადადის

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სტატისტიკური კვლევების ელექტრონულ მეთოდზე გადადის. ინფორმაციის ელექტრონული ფორმით შეგროვება, სასოფლო მეურნეობათა შერჩევითი გამოკვლევების ჩატარებით დაიწყო.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ახალი მეთოდით შერჩევით გამოკვლევას საქსტატის თანამშრომელებთან ერთად მსოფლიო ბანკის და აშშ-ს სოფლის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. აქამდე არსებული ქაღალდის კითხვარი ანდროიდ სისტემის ტაბლეტებში ჩატვირთული კითხვარით არის ჩანაცვლებული.

გამოკვლევებისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა საქსტატს საჩუქრად აშს-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა გადასცა. ასეთი მეთოდით კვლევები საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.