საქსტატი - სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა
საქსტატი - სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი, წინა კვარტალთან შედარებით, 14.0 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება ძირითადად განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 22.6-პროცენტიანი მატებით, რამაც 12.82 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

„წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 21.6 პროცენტით. ინდექსის ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 28.6-პროცენტიანი მატებით, რაც 16.5 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ერთწლოვანი კულტურების ღირებულება – 16.4 პროცენტით, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 8.3 პროცენტით გაიზარდა, რამაც, შესაბამისად, 3.23 და 1.87 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“, – წერია საქსტატის ანგარიშში.