საქსტატი - სისხლის მიმოქცევის სისტემისა და ონკოლოგიური დაავადებები საქართველოში გარდაცვალების ყველაზე გავცრელებული მიზეზებია
საქსტატი - სისხლის მიმოქცევის სისტემისა და ონკოლოგიური დაავადებები საქართველოში გარდაცვალების ყველაზე გავცრელებული მიზეზებია

2018 წელს საქართველოში 46 524 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 23 836 მამაკაცი და 22 688 ქალი. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი აქვეყნებს.

უწყების მონაცემებით, გარდაცვალების ყველაზე გავცრელებული მიზეზი სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებია. ამ მიზეზით დაღუპულთა რაოდენობა – 21,549 ადამიანი, წინა წელთან შედარებით 1700-თაა გაზრდილი. გარდაცვალების მიზეზებს შორის მეორე ადგილზეა სიმსივნეები, რაც 2018 წელს 7 329 ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდა (წინა წელს 7 095).

ამასთან, სასუნთქი სისტემის ავადმყოფობების შედეგად საქართველოში 2018 წელს 3 676 ადამიანი გარდაიცვალა, წინა წელს  – 2 608.