საქსტატი - სექტემბერში ყველაზე მეტად ზეთი და ბოსტნეული გაძვირდა
საქსტატი - სექტემბერში ყველაზე მეტად ზეთი და ბოსტნეული გაძვირდა

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 12.3 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასებმა 15.9 პროცენტით მოიმატა.

საქსტატის ცნობით, აგვისტოში, წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად, 40.7 პროცენტით ზეთი და ცხიმი გაძვირდა. 38.2 პროცენტით გაიზარდა ფასები ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. 17.1 პროცენტით არის ფასები მომატებული რძეზე, ყველსა და კვერცხზე, ხოლო 16.6 პროცენტით გაძვირდა ტკბილეული.

რაც შეეხება პურსა და პურპროდუქტებს, აქ ფასების 13.2-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 12.6 პროცენტითაა გაძვირებული, ხოლო თევზეული – 11.5 პროცენტით. 10.4 პროცენტით მოიმატა ფასებმა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე. აგვისტოში წლიური ინფლაცია ქვეყანაში 12.8 პროცენტი იყო. სექტემბერში მცირედით შემცირდა და 12.3 პროცენტი შეადგინა.

დატოვე კომენტარი