საქსტატი – სექტემბერში ყველაზე მეტად, 18.1 პროცენტით თევზეული გაძვირდა

11:25, 02.10.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ტრანსპორტის ჯგუფში. ჯგუფში ფასები გაიზარდა 18.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, 25.8 პროცენტით მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე და 14.9 პროცენტით სატრანსპორტო მომსახურებაზე.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.24 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 18.1 პროცენტითაა მომატებულია თევზეულზე, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.0 პროცენტით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები – 6.9 პროცენტით, ზეთი და ცხიმი – 4.8 პროცენტით. ყავა, ჩაი და კაკაო 4.6 პროცენტითაა გაძვირებული, ბოსტნეული და ბაღჩეული – 0.4 პროცენტით. ამასთან, ფასები შემცირდა -4.3 პროცენტით შემცირდა ხილსა და ყურძენზე, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული -0.7 პროცენტით გაიაფდა, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები კი -0.6 პროცენტითაა გაიაფებული.

„საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2 პროცენტით, რაც 0.89 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (10.9 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.5 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (9.8 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.0 პროცენტით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.66 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (11.5 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.8 პროცენტი); განათლება: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.5 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში -0.55 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა უმაღლეს განათლებაზე (-32.9 პროცენტი). ამასთან ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (7.0 პროცენტი), დონით განუსაზღვრელი განათლება (6.8 პროცენტი) და საშუალო განათლება (6.6 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

მსგავსი