საქსტატი – სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6.0 პროცენტით გაიზარდა

11:08, 30.10.2026

​სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.4 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, 2026 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია,​ სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.

ამასთან, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორებში.

მსგავსი