საქსტატი - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის არიდებას, რესპონდენტების 74.3 პროცენტი მეტ-ნაკლებად ახერხებდა
საქსტატი - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის არიდებას, რესპონდენტების 74.3 პროცენტი მეტ-ნაკლებად ახერხებდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აგრძელებს ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე „კოვიდ-19“-ის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევას.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის არიდებას, რესპონდენტების 74.3 პროცენტი მეტ-ნაკლებად ახერხებდა, ხოლო 25.7 პროცენტი იშვიათად ან საერთოდ ვერ ახერხებდა. იმის მიზეზად, თუ რატომ ვერ ახერხებდნენ, რესპონდენტების 71.1 პროცენტის მიერ სახელდება სამსახურში სიარული, 68.7 პროცენტის მიერ საყიდლებზე წასვლა, 19 პროცენტის მიერ აფთიაქში წასვლა, ხოლო 16.9 პროცენტის მიერ სტუმრად წასვლა ან შეხვედრა ვინმესთან. 16.3 პროცენტი მიმეზად კერძო დაწესებულებაში მომსახურების მისაღებად ვიზიტს ასახელებს, 9.3 პროცენტი სახელმწიფო დაწესებულებაში მომსახურების მისაღებად ვიზიტს, 3.7 პროცენტი ვიზიტს სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო 0.3 პროცენტი კორონავირუსის ტესტის ჩატარებას.

ამასთან, საქსტატის გამოკვლევის თანახმად, გამოკითხვამდე გასული 7 დღის განმავლობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისას, COVID-19-სგან თავდაცვის მიზნით, რესპონდენტების 86.1 პროცენტი პირბადეს ყოველთვის ატარებდა, 11.6 პროცენტი — ხშირად, 1.5 პროცენტი — ხანდახან, 0.7 პროცენტი — იშვიათად.