„საქსტატი“ საშუალო ხელფასის გამოთვლის ახალ მეთოდოლოგიას შეიმუშავებს
„საქსტატი“ საშუალო ხელფასის გამოთვლის ახალ მეთოდოლოგიას შეიმუშავებს

სტატისტიკის ეროვნული სამსახური მომავალი წლიდან საშუალო ხელფასის გამოთვლის არსებული მეთოდოლოგიის ალტერნატიულ ვარიანტზე იმუშავებს, – ამის შესახებ „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახური საშუალო ხელფასს თავისი კვლევების საფუძველზე ითვლის.

„გარდა ამისა, მინდა გაცნობოთ, რომ მომდევნო წლიდან საშუალო ხელფასის ალტერნატიულ ვარიანტზე ვიმუშავებთ, ანუ ადმინისტრაციული მონაცემების დამუშავების საფუძველზე გვექნება შესაძლებლობა, ჩვენს მომხმარებლებს მედიანური ხელფასის მაჩვენებელი შევთავაზოთ“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი თვეში 1 179.8 ლარს შეადგენს.