საქსტატი - საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა
საქსტატი - საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

მიმდინარე წლის მაისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 199.6 ლარი იყო, აპრილში კი ეს მაჩვენებელი 189.6 ლარზე დაფიქსირდა.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, აპრილთან შედარებით, მაისში 8.9 ლარით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 167.9 ლარს შეადგენს. 16 ლარითა და 80 თეთრით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, რომელიც 318.0 ლარზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმს, სულადობის მიხედვით, მაისში შემდეგი მონაცემები ფიქსირდება: ერთსულიან ოჯახზე თანხა 167.9 ლარით განისაზღვრა, ორსულიანი – 268.7 ლარით, სამსულიანი – 302.2 ლარით, ოთხსულიანი – 335.8 ლარი, ხუთსულიანი – 377.8 ლარი, ექვსსულიანი და მეტი – 446.6 ლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.