საქსტატი - საქართველოში რძის წარმოება გაიზარდა, ხორცის კი, შემცირდა
საქსტატი - საქართველოში რძის წარმოება გაიზარდა, ხორცის კი, შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის პირველი კვარტალის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,  1.9 პროცენტით გაიზარდა და 973.5 ათასი სული შეადგინა.

აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 461.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.5 პროცენტით მეტია. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.0 პროცენტით შემცირდა და 1.1 მლნ. სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 168.3 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 3.7 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობა კი, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 28.7 პროცენტით გაიზარდა და 10.3 მლნ. ფრთას მიაღწია.

ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ  კვარტალში რძის წარმოებამ 107.0 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.0 პროცენტით მეტია. ხორცის წარმოებამ კი, 16.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია.

საანგარიშო პერიოდში წარმოებულია 160.4 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.6 პროცენტით აღემატება.

დატოვე კომენტარი