საქსტატი - საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის პირველ კვარტალში 568.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.3-ჯერ აღემატება წინა წლის მონაცემებს
საქსტატი - საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის პირველ კვარტალში 568.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.3-ჯერ აღემატება წინა წლის მონაცემებს

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის პირველ კვარტალში 568.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 435.7 მლნ. აშშ დოლარით (4.3-ჯერ)აღემატება 2021 წლის პირველი კვარტალის წინასწარ მონაცემებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურისინფორმაციით, ზრდა ძირითადად განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების გაზრდით.

2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: პირველ ადგილზეა ესპანეთი – 196.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.5 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო – 87.2 მლნ. აშშ დოლარით (15.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე თურქეთი – 67.1 მლნ. აშშ დოლარით (11.8 პროცენტი).

2022 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 236.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს საფინანსო სექტორი – 111.1 მლნ. აშშ დოლარით (19.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 81.3 მლნ. აშშ დოლარით (14.3 პროცენტი).