საქსტატი - საქართველოში ხელფასები სოფლის მეურნეობისა და მშენებლობის სექტორებში შემცირდა
საქსტატი - საქართველოში ხელფასები სოფლის მეურნეობისა და მშენებლობის სექტორებში შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში ხელფასები სოფლის მეურნეობისა და მშენებლობის სექტორებში შემცირდა.

თუ 2017 წლის მესამე კვარტალში სოფლის მეურნეობაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი 742.9 ლარს შეადგენდა, 2018 წლის მესამე კვარტალში 702.5 ლარამდე შემცირდა. მშენებლობის დარგში საშუალო ხელფასი 1999.5 ლარიდან 1721.6 ლარამდე შემცირდა.

საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სექტორშია, სადაც 2017 წლის მესამე კვარტალში საშუალო შემოსავალი 565.7 ლარს შეადგენდა, წელს კი 587.1 ლარამდე გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 56.4 ლარით გაიზარდა და 1125.5 ლარი შეადგინა.