საქსტატი - საქართველოში გეოლოგიური მოვლენების რისკის ზონაში 1 644 დასახლებული პუნქტი მდებარეობს
საქსტატი - საქართველოში გეოლოგიური მოვლენების რისკის ზონაში 1 644 დასახლებული პუნქტი მდებარეობს

საქართველოში, გეოლოგიური მოვლენების რისკის ზონაში 1 644 დასახლებული პუნქტი და 1 245 შენობა-ნაგებობა მდებარეობს. ამის შესახებ ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ პუბლიკაციაში „საქართველოს ბუნებრივი რესურსები და გარემოს დაცვა 2018“.

რაც შეეხება გეოლოგიური მოვლენების – მეწყრისა და ღვარცოფის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობას, იგივე დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს მეწყრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, გასულ წელს მეწყრების გამოვლინებამ (გააქტიურებული ან ახლად წარმოქმნილი) 702 ერთეული შეადგინა. იგივე პერიოდში ღვარცოფის გააქტიურების ან ახლად წარმოქმნის 122 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებს, 2018 წელს დაფიქსირდა წყალმოვარდნა-წყალდიდობა-დატბორვის 13, ქარიშხლის ექვსი, სეტყვის 10 და ზვავსაშიშროების პირობების შექმნის ერთი შემთხვევა.