საქსტატი - საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები ჩინეთი, თურქეთი და აზერბაიჯანია
საქსტატი - საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები ჩინეთი, თურქეთი და აზერბაიჯანია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო 762.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 16.5 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 224.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (16.2 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 538.1 მლნ. აშშ დოლარს (16.6 პროცენტით ნაკლებია).

საქსტატის ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარში, 313.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტია.

ამასთან, 2021 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 76.3 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: ჩინეთი (126.5 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (114.3 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (86.2 მლნ. აშშ დოლარი).