საქსტატი – საქართველომ იანვარ-ივლისში ექსპორტზე 65 მლნ დოლარის ელექტროენერგია გაიტანა 

15:13, 19.08.2022

2022 წლის შვიდ თვეში ელექტროენერგიის ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

მონაცემების მიხედვით, რომელიც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალზეა ხელმისაწვდომი, იანვარ-ივლისში ქვეყანამ 64,780 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაყიდა. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 14,813 მლნ დოლარი იყო.

ყველაზე დიდი რაოდენობის ელექტროენერგია თურქეთში გავიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი მესამე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს.

მსგავსი