საქსტატი - საქართველოდან ექსპორტი ძირითადად სპილენძის მადნების, ავტომობილებისა და ღვინის ექსპორტის ხარჯზე იზრდება 
საქსტატი - საქართველოდან ექსპორტი ძირითადად სპილენძის მადნების, ავტომობილებისა და ღვინის ექსპორტის ხარჯზე იზრდება 

საქართველოდან ექსპორტი ძირითადად სპილენძის მადნების, ავტომობილებისა და ღვინის ექსპორტის ხარჯზე იზრდება, – სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1,683 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 16,3%-ით მეტია შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

აქედან იმპორტი 1,237 მილიარდი დოლარია (13%-ით მეტი), ხოლო ექსპორტი 446 მილიონი დოლარი (25,5%-ით მეტი). საექსპორტო პროდუქტებიდან პირველია სპილენძის მადნები და კონცენტრატები. იანვარ-თებერვალში ამ პროდუქტის ექსპორტმა 75,01 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 28,5%-ით მეტია შარშანდელთან შედარებით, ავტომობილების ექსპორტი – 37,979 მილიონი დოლარია (97%თ მეტი), ხოლო ღვინი ექსპორტი – 26,723 მილიონი დოლარი (30%-ით მეტი).

პირველად, ბოლო წლების განმავლობაში საექსპორტო ათეულში თხილის ექსპორტი ვერ მოხვდა.