საქსტატი - ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასს 418 ლარით ჩამორჩება
საქსტატი - ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასს 418 ლარით ჩამორჩება

2019 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში, საშუალო თვიური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 33.5 ლარით გაიზარდა და 1092 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ, საშუალოდ 1894 ლარი (წლიური ზრდა-17.8 პროცენტი), შემდეგ მოდის პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1799 ლარი (წლიური ზრდა3.2 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1751 (წლიური ზრდა3.9 პროცენტი).

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის პირველ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი (876 ლარი) კაცების საშუალი ხელფასს (1294 ლარი) 418 ლარით ჩამორჩება.