საქსტატი - ოქტომბერში სისხლისსამართლებრივი დევნა 2 598 პირის მიმართ დაიწყო
საქსტატი - ოქტომბერში სისხლისსამართლებრივი დევნა 2 598 პირის მიმართ დაიწყო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 598 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 147 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 5,6%-ს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 864 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 345, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში – 43 შემთხვევა.

2025 წლის ოქტომბერში დევნის დაწყების მაჩვენებელი, სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით, ასე გადანაწილდა:

ქურდობა – 353 შემთხვევა; მუქარა – 216 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 183 შემთხვევა; ძალადობა – 179 შემთხვევა; გაუპატიურება – 7 შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – 5 შემთხვევა; თაღლითობა – 74 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან შენახვა – 770 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 71 შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 147 შემთხვევა.