საქსტატი - ნოემბერში სისხლისსამართლებრივი დევნა 2 648 პირის მიმართ დაიწყო
საქსტატი - ნოემბერში სისხლისსამართლებრივი დევნა 2 648 პირის მიმართ დაიწყო

2025 წლის ნოემბერში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 648 პირის მიმართ, აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 145 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 5.5%-ს შეადგენს.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ნოემბერში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 842 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, აჭარაში იყო 320, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში 32 შემთხვევა.

2025 წლის ნოემბერში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 314 შემთხვევა; მუქარა – 207; ოჯახური ძალადობა – 168; ძალადობა – 158; გაუპატიურება – ექვსი შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – ხუთი; თაღლითობა – 89; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან შენახვა – 786 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 28; ყალბი დოკუმენტების დამზადება კი – 164 შემთხვევა.