საქსტატი - მარტში საქართველოს ეკონომიკა 7.3 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - მარტში საქართველოს ეკონომიკა 7.3 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 7.2 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა. ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სექტორებში.