საქსტატი - ივნისში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად, 47.1 პროცენტით, ზეთი გაძვირდა
საქსტატი - ივნისში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად, 47.1 პროცენტით, ზეთი გაძვირდა

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ივნისში წლიურმა ინფლაციამ 9.9 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, ივნისში წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად – 47.1 პროცენტით ზეთისა და ცხიმის ფასი გაიზარდა. 16.6 პროცენტით გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული, 13.7 პროცენტით არის ფასები მომატებული ტკბილეულზე. ტკბილეული 11.1 პროცენტით, ხოლო რძე, ყველი და კვერცხი 10.6 პროცენტით გაძვირდა. პურსა და პურპროდუქტებზე ფასებმა 5.5 პროცენტით მოიმატა, ხოლო ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 5.3 პროცენტით.

ამასთან, 19.5 პროცენტით ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე.

შეგახსენებთ, აპრილში წლიური ინფლაცია 7.2 პროცენტი იყო, მაისში კი 7.7 პროცენტამდე გაიზარდა. ივნისში წლიურმა ინფლაციამ ქვეყანაში 9.9 პროცენტი შეადგინა.

დატოვე კომენტარი