საქსტატი – ივლისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 0.8 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 4.3 პროცენტით. მათ შორის, საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 1.3 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 0.5 პროცენტით; არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 5.1 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 8.2 პროცენტით; სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.0 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 6.4 პროცენტით.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2026 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსის 0,8 პროცენტით გაზრდა ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 6.4-პროცენტიანი ზრდით, რამაც 1.12 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
„წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 4.3 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელქტროენერგიის კატეგორიის 15.2-პროცენტიანი გაძვირებით და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 3.6-პროცენტიანი ზრდით, რამაც, შესაბამისად, 1.81 და 1.43 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 30.3 პროცენტით“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.