საქსტატი – ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 3.6 პროცენტით გაიზარდა

11:18, 20.08.2025

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.02 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.6-პროცენტიანი მატება.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის ივნისთან შედარებით ფასები 1.2 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.08 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები -0.3 პროცენტით შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც -0.21 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების -0.7 -პროცენტიანი კლება კვების პროდუქტებზე. გარდა ამისა, ფასების 3.0-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.31 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

„12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 13.9 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.87 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების 19.3-პროცენტიანი მატება ლითონის მადნებზე;

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 2.0 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 1.66 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (3.9 პროცენტი) და სასმელებზე (4.5 პროცენტი);

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 10.0 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.03 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

მსგავსი