საქსტატი - იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 23.6 პროცენტით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 609.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.6 პროცენტით ნაკლებია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 480.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 19.0 პროცენტით, ხოლო იმპორტი – 1 129.5 მლნ. აშშ დოლარს, კლებამ 33.7 პროცენტი შეადგინა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2026 წლის იანვარში 649.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3 პროცენტია.
ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.9 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 247.1 მლნ. აშშ დოლარით, ჩინეთი – 223.3 მლნ. აშშ დოლარით და რუსეთი – 195.4 მლნ. აშშ დოლარით.