საქსტატი - იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6.9 პროცენტით შემცირდა
საქსტატი - იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6.9 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 512.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9 პროცენტით ნაკლებია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 1 026.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 22.9 პროცენტით, ხოლო იმპორტი 2 485.7 მლნ. აშშ დოლარს – კლებამ 15.4 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-თებერვალში 1 459.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.5 პროცენტია.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.9 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 499.5 მლნ. აშშ დოლარით, ჩინეთი – 457.8 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი – 418.3 მლნ. აშშ დოლარით.