საქსტატი - იანვარ-ნოემბერში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი თურქეთი
საქსტატი - იანვარ-ნოემბერში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი თურქეთი

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.4 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს 445.9 მლნ. აშშ დოლარით ჩინეთი იკავებს, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 399.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 396.6 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, წინასწარი მომაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი – 1 257.9 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 789.1 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი – 646.3 მლნ. აშშ დოლარით.

უწყების ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი – 1 429.3 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 185.7 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი – 1 092.2 მლნ. აშშ დოლარით.