საქსტატი - იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21.8 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 484.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 21.8 პროცენტით მეტია.
აქედან, ექსპორტი 2 275.6 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ 27.8 პროცენტით მეტი, ხოლო იმპორტი 5 209.3 მლნ. აშშ დოლარი, ანუ 19.3 პროცენტით მეტი.
საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-ივლისში 2 933.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2 პროცენტი შეადგინა.