საქსტატი - იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.7 პროცენტით შემცირდა
საქსტატი - იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.7 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 022.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.7 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 2 071.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (14.7 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4 951.4 მლნ. აშშ დოლარი (17.5 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-აგვისტოში 2 880.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.0 პროცენტი შეადგინა.