საქსტატი – ევროკავშირის მეთოდოლოგიით ინფლაციის დათვლის შედეგმა ივნისში 5.6 პროცენტი შეადგინა

13:03, 11.07.2026

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულის ცნობით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსით, 2026 წლის ივნისში ინფლაციამ 5.6 პროცენტი შეადგინა, რაც 0.2 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 5.8-პროცენტიან ინფლაციაზე.

რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 5.0%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 4.8%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – -0.2%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 7.1%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – -1.9%; ჯანმრთელობა – 4.7%; ტრანსპორტი – -16.4%; ინფორმაცია და კომუნიკაცია – -5.8%; დასვენება, სპორტი და კულტურა – 5.8%; განათლება – 2.5%; რესტორნები და ღამისთევის მომსახურება – 6.8%; დაზღვევა და საფინანსო მომსახურება – 2.4%; პირადი ჰიგიენა, სოციალური დაცვა და სხვადასხვა საქონელი – 10.2%.

საქსტატმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება 2022 წლიდან დაიწყო.

მსგავსი