საქსტატი – ევროკავშირის მეთოდოლოგიით ინფლაციის დათვლის შედეგმა აგვისტოში 4.9 პროცენტი შეადგინა

13:18, 11.09.2026

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსით, 2026 წლის აგვისტოში ინფლაციამ 4.9 პროცენტი შეადგინა, რაც 0.7 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 5.6-პროცენტიან ინფლაციაზე.

რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 4.8%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 5.0%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – -2.5%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 8.5%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – -1.6%; ჯანმრთელობა – 5.2%; ტრანსპორტი – 15.8%; ინფორმაცია და კომუნიკაცია – -5.6%; დასვენება, სპორტი და კულტურა – 5.0%; განათლება – 2.5%; რესტორნები და ღამისთევის მომსახურება – 2.2%; დაზღვევა და საფინანსო მომსახურება – 2.4%; პირადი ჰიგიენა, სოციალური დაცვა და სხვადასხვა საქონელი – 9.8%.

საქსტატმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება 2022 წლიდან დაიწყო.

მსგავსი