საქსტატი - ექვს თვეში საქართველოში 21 839 ბავშვი დაიბადა
საქსტატი - ექვს თვეში საქართველოში 21 839 ბავშვი დაიბადა

2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 21 839 ბავშვი დაიბადა, ხოლო იგივე პერიოდში ქვეყანაში 25 821 ადამიანი გარდაიცვალა – ამ რიცხვში კოვიდით გარდაცვლილებიც შედიან. წინასწარ მაჩვენებლებს საქსტატი აქვეყნებს.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2021 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 3 982 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ ქვეყნის ორ რეგიონში დაფიქსირდა: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (717) და ქვემო ქართლში (195).

მიმდინარე წელს ყველაზე მეტი ბავშვი დედაქალაქში დაიბადა – 7 101, აჭარაში – 2 556; გურიაში – 521; იმერეთში 4 286, კახეთში – 1 822; მცხეთა-მთიანეთში – 506; რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთში – 123; სამეგრელო და ზემო სვანეთში – 1 529 სამცხე-ჯავახეთში – 926; ქვემო ქართლში – 2 499 და შიდა ქართლში – 1 487.

რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას, მაჩვენებლით აქაც თბილისი ლიდერობს, 7 776 გარდაცვლილით, აჭარაში პირველ 6 თვეში – 1 839 ადამიანი გარდაიცვალა; გურიაში – 930; იმერეთში – 4 286; კახეთში – 2 271; მცხეთა-მთიანეთში – 748; რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთში – 377; სამეგრელო და ზემო სვანეთში – 2 501; სამცხე-ჯავახეთში – 970; ქვემო ქართლში – 2 304; შიდა ქართლში – 1 819.

2021 წლის 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9 163 და განქორწინების 4 675 შემთხვევა.