საქსტატი – 2026 წლის მესამე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 5.9 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 66.2 პროცენტით არის გაზრდილი.
საქსტატის ცნობით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
უწყების ანგარიშით, 2026 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების 1.2-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში, ისე 2.7-პროცენტიანი მატება კერძო სახლების სეგმენტში.
ამასთან, 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 5.6 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 7.0 პროცენტით.
რაც შეეხება 1მ2 ფასს ბინების სეგმენტში, ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონია, სადაც 1მ2 ბინის ღირებულებამ 7 004 ლარი შეადგინა. შემდეგ მოდის ვაკე, სადაც 1მ2 ბინის ფასი 6 046 ლარია. კრწანისი – 4 635 ლარი; საბურთალოზე – 4 444 ლარი; დიდუბე – 4 168 ლარი; ჩუღურეთში – 4 121 ლარი; ისანი – 4 032 ლარი; ნაძალადევი – 3 932 ლარი; გლდანი – 3 830 ლარი; სამგორი – 3 657 ლარი.
კერძო სახლების სეგმენტში კი 1მ2 ფასი ვაკეში 4 517 ლარია. მთაწმინდა – 4 430 ლარი; ჩუღურეთი – 3 637 ლარი; საბურთალო – 3 543 ლარი; დიდუბე – 3 448 ლარი; ისანი – 3 213 ლარი; გლდანი – 2 993 ლარი; კრწანისი – 2 961 ლარი; სამგორი – 2 839 ლარი; ნაძალადავი – 2 798 ლარი.