საქსტატი – 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტები 6.1 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურნენ

11:43, 19.11.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტები 3.0 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 6.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე – აეროპორტებიდან გაემგზავრა 1.5 მილიონი მგზავრი, ანუ 6.0 პროცენტით მეტი, ხოლო აეროპორტებმა მიიღო 1.5 მილიონი მგზავრი, ანუ 6.2 პროცენტით მეტი.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 94.0 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
საქსტატის ცნობით, 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 11.6 ათასი შეადგინა, რაც 7.6 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 12.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 88.2 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 11.8 პროცენტი – გაგზავნილი.
2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.8 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 9.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდში, საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 211.5 ათასი მგზავრი და გადატანილია 25.9 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 14.4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 26.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

მსგავსი